უკრაინის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვადა ამოიწურა, ქალაქიდან 500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

უკრაინის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვადა ამოიწურა

უკრაინის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვადა ამოიწურა. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის პერიოდში ქალაქიდან 500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ისინი რუსეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, საიდანაც ბელარუსში გაემგზავრნენ, შემდეგ კი უკრაინაში დაბრუნდნენ. ქალაქში დარჩენილ მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდეს.

როგორც მედია წერს, ეს ცეცხლის შეწყვეტის ყველაზე ხანგრძლივი შეთანხმება იყო მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის შუამავლობისა და რომის პაპის მონაწილეობით შედგა.

✕