უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აშშ-ის მიერ წარდგენილი სამშვიდობო გეგმა პირველადი სახით აღარ არსებობს

ალექსანდრ ბევზი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აშშ-ის მიერ წარდგენილი სამშვიდობო გეგმა პირველადი სახით აღარ არსებობს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, ალექსანდრ ბევზი აცხადებს, რომ აშშ-ის დელეგაციასთან მოლაპარაკების შემდეგ, პუნქტების ნაწილი ამოიღეს, ნაწილი კი შეიცვალა.

„უკრაინული მხარის არც ერთი შენიშვნა უპასუხოდ არ დარჩენილა“, – განაცხადა ალექსანდრ ბევზმა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, ყველაზე პრობლემურ საკითხებზე საბოლოო გადაწყვეტილებებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიღებენ.