შვედეთის პრემიერი: პუტინი იძულებული უნდა იყოს, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს

ულფ კრისტერსონი

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი „იძულებული უნდა იყოს, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს“.

„შვედეთის ინტერესებშია, რომ რუსეთის აგრესია მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ არასოდეს იყოს მოგებიანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, შესაძლოა ხვალ ევროკავშირში რომელიმე ჩვენგანზე აისახოს. ნათელია, რომ პუტინი იძულებული უნდა იყოს, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს“, - აღნიშნა შვედეთის მთავრობის მეთაურმა.

მან ასევე მოუწოდა რუსეთზე ზეწოლის გაზრდისკენ ევროპულ ბანკებში განთავსებული რუსული აქტივების კონფისკაციის გზით.

„ეს ფული გამოყენებული იქნება უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად და იმ ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც რუსეთმა უკრაინას მიაყენა“, - დასძინა მან.