პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ვლადიმერ პუტინის მიერ დონეცნკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარებას პირველი უცხოური გამოხმაურება მოჰყვა - ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი საკუთარ "ტვიტერზე" განცხადება გააკეთა, რომ უკრაინის ორი სეპარატისტული ტერიტორიის აღიარება არის საერთაშორისო კანონმდებლობისა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაა.
„უკრაინის ორი სეპარატისტული ტერიტორიის აღიარება არის უხეში დარღვევა საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და მინსკის ხელშეკრულების. ევროკავშირის და მისი პარტნიორების რეაქცია იქნება ერთიანი და სოლიდარული უკრაინასთან.“ - განაცხადა მან.
ბრიუსელში, მას შემდეგ, რაც რუსეთის დუმამ მიმართა ვლადიმერ პუტინს, რომ მას ეღიარებინა დონეცკი და ლუგანსკი,არც გამორიცხავდნენ, რომ ეს მოხდებოდა, თუმცა ძალიან საყურადღებოა ის ფაქტი, რომ როდესაც გუშინ საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ვლადიმერ პუტინთან საათზე მეტ ხანს ჰქონდა საუბარი, დღეს დილიდან მთელი ევროპული პრესა საუბრობდა იმაზე, რომ იგეგმება სამიტი რუსეთს და ამერიკას შორის, რომელშიც ჩაერთვებოდნენ ევროკავშირის ქვეყნები, სადაც იქნებოდა უსაფრთხოების არქიტექტურაზე საუბარი.