კატეგორიულად აკრძალულია გაყინული ხორცის ოთახის ტემპერატურაზე გალღობა - ეს უნდა იცოდეთ
1734166920
უკრაინის თავდაცვის ძალებმა სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში, ნავთობპროდუქტების ბაზაზე იერიში მიიტანეს. ამის შესახებ უკრაინის გენშტაბში განაცხადეს.
უკრაინული მხარე აღნიშნავს, რომ ეს ნავთობბაზა საწვავით უზრუნველყოფდა ენგელსის სამხედრო აეროდრომს, სადაც რუსეთის სტრატეგიული ავიაციაა ბაზირებული.
გენშტაბში ამბობენ, რომ ნავთობბაზაზე დარტყმა რუსი ოკუპანტების სტრატეგიულ ავიაციას სერიოზულ ლოგისტიკურ პრობლემებს უქმნის და მნიშვნელოვნად ამცირებს მათ უნარს, დარტყმები განახორციელონ უკრაინულ ქალაქებსა და სამოქალაქო ობიექტებზე.
სარატოვსა და ენგელსზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების მასირებული იერიშების შესახებ განცხადება სარატოვის ოლქის გუბერნატორმა, რომან ბუსარგინმაც გააკეთა. მან აღნიშნა, რომ დარტყმა განხორციელდა ერთ-ერთ სამრეწველო ობიექტზე, თუმცა არ დააკონკრეტა, რა ობიექტზეა საუბარი.
ადგილობრივი ტელეგრამარხები წერდნენ, რომ იერიშის სამიზნე ნავთობის ბაზა გახდა. ადგილობრივები კი ბაზაზე გაჩენილი ხანძრის შესახებ საუბრობენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სარატოვის ოლქში ღამით 11 დრონი გაანადგურეს. უწყების მონაცემებით, რუსეთის სხვადასხვა რეგიონის თავზე, ჯამში, 32 დრონი ჩამოაგდეს.