„მდგომარეობა მძიმეა! ქალი თბილისში გადმოიყვანეს...“ - ახალი დეტალები ხაშურის ტრაგედიაზე
1749239924
უკრაინაში ომის დაწყების დღიდან მიმდინარე წლის აპრილის თვის მდგომარეობით საზღვარგარეთ გადახვეწილი უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობა 7 მილიონს მიუახლოვდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ეროვნულ ბანკსა და გაეროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მხოლოდ წლის დასაწყისში უკრაინა 100 ათასმა ადამიანმა დატოვა.
გარდა ამისა, ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 3,8 მილიონ ადამიანს შეადგენს. მიმდინარე წლის იანვრიდან აპრილამდე აღნიშნული მაჩვენებელი 188 ათასით გაიზარდა.