VIDEO: „ეს სიმღერა და ტექსტი მე დავუწერე სალოს, რომელიც ლაშას მიუძღვნა...“ - მაიკო კაჭკაჭიშვილი
1761635312
უკრაინის საგამოძიებო ბიურომ სახელმწიფო კომპანია „უკრენერგოს“ ყოფილი ხელმძღვანელი ვოლოდიმირ კუდრიცკი კორუფციის ბრალდებით დააკავა.
საქმე ეხება დიდი ოდენობით თანხის გათეთრებასა და თაღლითობას. გამოძიება კუდრიცკისა და ბიზნესმენ იგორ გრინკევიჩს სახელმწიფო კომპანიის კუთვნილი თანხის ტენდერების ჩატარების გზით მითვისებას ედავება.
საქმეშია ასევე ყალბი დოკუმენტების გამოყენებაც. ბიზნესმენი სხვა კორუფციულ საქმეზე უკვე იხდის სასჯელს, თუმცა დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას პატიმრობის ვადის გაზრდა ემუქრება.