ბაბი კირკიტაძემ „ღამის შოუს ბენდი“ დატოვა - რა ხდება ცნობილი შოუს ანონსიდან?
1792783804
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყანაში „სტარლინკის“ სიჩქარის შეზღუდვა კვლავ ძალაშია, რუსეთის ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვისთვის საჭირო რაკეტების მიწოდება კი ისევ შეფერხებულია.
ზელენსკის თქმით, უკრაინა ელოდება ანტიბალისტიკურ რაკეტებს, რომელთა მიწოდებაზეც შეთანხმება უკვე მიღწეულია, თუმცა ისინი ჯერ არ მიუღიათ.
„ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი უკვე გზაშია. ეს ჩვენთვის რეალური პრობლემაა, რადგან რუსეთის თავდასხმები თითქმის ყოველდღიურად ხდება. ასეთი ვითარებაა დღეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ამ ვითარების პარალელურად, უკრაინული ძალები ფრონტზე წარმატებულ ოპერაციებს აგრძელებენ.
ზელენსკის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას შეერთებულ შტატებთან და ყველა სხვა პარტნიორთან რაც შეიძლება მტკიცე ურთიერთობა ჰქონდეს.
„ამერიკის გარეშე, ძლიერი ამერიკის გარეშე, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე ზრუნავს, დღევანდელი მსოფლიო უდავოდ უარესი იქნებოდა. ხშირად კითხულობენ, რატომ არის უკრაინა მსოფლიოსადმი მიმართვებში სულ უფრო ღია და პირდაპირი? პასუხი მარტივია: ჩვენ გვინდა, რომ ხალხს ესმოდეს ჩვენი – ვგულისხმობ ადამიანებს, საზოგადოებებსა და ერებს, რაც შეიძლება მეტ ადამიანს. ადამიანები როდესაც აცნობიერებენ, სინამდვილეში რა ხდება, პოლიტიკურ ლიდერებს უფრო გადამწყვეტი კურსის არჩევა შეუძლიათ, ისეთი კურსის, რომელიც მშვიდობას ნამდვილად მოაახლოებს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.