პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
აშშ-ის სადაზვერვო სამსახური მიიჩნევს, რომ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები ზამთრის თვეებში შენელდება.
სადაზვერვო სამსახურის დირექტორმა ევრილ ჰეინესმა აღნიშნა, რომ საბრძოლო მოქმედებების უმეტესი ნაწილი ამჟამად აღმოსავლეთ უკრაინის ბახმუტისა და დონეცკის რეგიონში მიმდინარეობს.
"ჩვენ ვხედავთ კონფლიქტის ერთგვარ შემცირებულ ტემპს და ჩვენ ველით, რომ ასე გაგრძელდება უახლოეს თვეებში.
ჩვენ, რეალურად საკმაოდ სკეპტიკურად ვუყურებთ იმას, თუ რამდენად იქნება რუსეთი ამისთვის [ომის გაგრძელებისთვის] მზად. უკრაინელებზე უფრო ოპტიმისტურად ვფიქრობ", - დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, რუსეთის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ახლა ყველაზე ცხელი ვითარება ბახმუტთან და სოლედარშია.