უკრაინამ და რუსეთმა, ომის წარმოების ნაცვლად, ერთმანეთთან უნდა ივაჭრონ და კულტურული გაცვლები განახორციელონ - ჯეი დი ვენსი

ჯეი დი ვენსი

უკრაინამ და რუსეთმა ომის წარმოების ნაცვლად ერთმანეთთან უნდა ივაჭრონ და კულტურული გაცვლები განახორციელონ, ეს არის დონალდ ტრამპის ფუნდამენტური შეხედულება ამ საკითხებზე – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ჟურნალისტ მეთიუ ბოილთან საუბრისას განაცხადა.

დისკუსიის დროს ვენსმა განიხილა, თუ როგორ შეუძლია დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას გამოიყენოს თავისი ეკონომიკური გავლენა მთელ მსოფლიოში ომების დასასრულებლად.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ტრამპი აღწერა, როგორც „მკაცრი, მაგრამ არა სასტიკი“ ადამიანი.

„მაშ, რატომ არ წყვეტენ რუსები და უკრაინელები ერთმანეთის ხოცვას და არ იწყებენ ერთმანეთთან ვაჭრობას? უკრაინამ და რუსეთმა ომის წარმოების ნაცვლად ერთმანეთთან უნდა ივაჭრონ და კულტურული გაცვლები განახორციელონ. ეს არის დონალდ ტრამპის ფუნდამენტური შეხედულება ამ საკითხებზე. ამჟამად რვა სამშვიდობო შეთანხმება გვაქვს. მეცხრე და მეათე შეთანხმებაზე ვმუშაობთ. ვფიქრობ, რომ ტრამპი თუ მეათეს მიაღწევს, მხოლოდ მათემატიკური ჰარმონიის გულისთვის. მეათეს თუ მიაღწევს, დონალდ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია უნდა მიენიჭოს“, – განაცხადა ვენსმა.