1745863963
უკრაინა ვერ შეძლებს რუსეთის სამხედრო გზით დამარცხებასა და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას - ჯეი დი ვენსი

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, უკრაინა ვერ შეძლებს რუსეთის სამხედრო გზით დამარცხებასა და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას. ამის შესახებ ჯეი დი ვენსმა ჩარლი კირკის პოდკასტში საუბრისას განაცხადა.
„ეს თუ არ შეჩერდება, უკრაინელები ომს ვერ მოიგებენ. ვფიქრობ, მეინსტრიმულ მედიაში არსებობს ეს უცნაური აზრი, რომ თუ ეს ამბავი კიდევ რამდენიმე წელი გაგრძელდება, რუსები ჩამოიშლებიან, უკრაინელები თავიანთ ტერიტორიებს უკან დაიბრუნებენ და ყველაფერი ისე დაბრუნდება, როგორც ომამდე იყო. ეს არ არის რეალობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ“, – თქვა ვენსმა.
ვიცე-პრეზიდენტის აზრით, ომი თუ გაჭიანურდება, რუსეთიც და უკრაინაც საზოგადოებრივი კოლაფსის წინაშე აღმოჩნდებიან, კიდევ მილიონობით სიცოცხლე შეიძლება, დაიკარგოს და ბირთვული ომის რისკი გაიზრდება.
„ეს უნდა შეჩერდეს. ეს არის ამ ადმინისტრაციის პოლიტიკა, რომ ეს შეჩერდე. აშშ-ს გუნდი პროგრესს აღწევს მოლაპარაკებებში, თუმცა სამშვიდობო შეთანხმება აუცილებლად გარანტირებული არ არის. 100-პროცენტიანი დარწმუნებით ვერ ვიტყვი, რომ შევძლებთ ამის გაკეთებას,“ -განაცხადა მან.