1743281581
უკრაინა საფრანგეთისგან 2 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს მიიღებს

უკრაინა საფრანგეთისგან 2 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს მიიღებს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მსურს, გამოვაცხადო უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი, 2 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტი“, – განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, დახმარების ახალი პაკეტი უნდა შეესაბამებოდეს უკრაინელი სამხედროების პირველად საჭიროებებს.
პაკეტში შედის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები და უპილოტო თვითმფრინავები.