როგორ მივხვდეთ, გველი შხამიანია თუ არა? - სპეციალისტის რჩევა
1751229410
კიდევ ერთხელ გახდა ხარკოვი ოკუპანტების სამიზნე. დრონებიდან დაბომბილია რეგიონში მდებარე დასახლებები. ვრცელდება ინფორმაცია ოთხი დაშავებულის შესახებ, განადგურდა კერძო სახლები და მეურნეობები.
თავდასხმას მსხვერპლი მოყვა ზაპოროჟიეში. რუსულმა ძალებმა ქალაქ სტეპნოგორსკს დრონებით, მართვადი ბომბებით და არტილერიით შეუტიეს. ცხრა სართულიანი კორპუსის ნანგრევებში მაშველებმა ერთი დაღუპული იპოვეს.
საბრძოლო მოქმედებების პარალელურად, უკრაინა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების ამკრძალავი კონვენციიდან გამოდის. შესაბამის განკარგულებას უკრაინის პრეზიდენტმა მოაწერა ხელი.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ოტავის კონვენციიდან გასვლა რუსეთის ყველა მეზობელი სახელმწიფოებისთვის, თავდაცვის კუთხით უალტერნატივო გადაწყვეტილებაა.
ცნობისთვის, რუსეთი შესაბამისი კონვენციის წევრი არასდროს ყოფილა.
ამასთან, რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს მხარი დაუჭირა დონალდ ტრამპმა - ეს განცხადება სენატორმა ლინდსი გრემმა გააკეთა. თავად შეერთებული შტატების პრეზიდენტს საკითხზე ჯერ არ უსაუბრია.