როგორი ზამთარი იქნება საქართველოში - სინოპტიკოსის პასუხი
1764531143
აშშ-ში მამაკაცი უძრავი ქონების აგენტის გატაცებისა და მკვლელობისთვის გაასამართლეს. მამაკაცმა აგენტი ქალი მაშინ გაიტაცა, როდესაც ბინის დასათვალიერებლად შეხვდა.
უცხოური გამოცემის ცნობით, შემთხვევა 2019 წლის 31 დეკემბერს მოხდა. მამაკაცი 6 წლის შემდეგ გაასამართლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გატაცება წინასწარ იყო დაგეგმილი. როდესაც აგენტი სახლის სანახავად მივიდა, ორმა მამაკაცმა იგი გაიტაცა. მოგვიანებით ქალი გარდაცვლილი იპოვეს ხეივანში. მას ხელები შეკრული ჰქონდა.
დაკავებულმა დანაშაული მხოლოდ 2024 წელს აღიარა. მასთან ერთად გაასამართლეს ორი მეგობარიც, რომლებიც მამაკაცს აგენტის გატაცებაში დაეხმარნენ.