ლაშა ბექაურის დედა მიმართვას ავრცელებს
1734944530
სირიის დამხობილი პრეზიდენტის ბაშარ ასადის მეუღლე ასმა ასადი მასთან გაყრას და საცხოვრებლად ლონდონში გადასვლას გეგმავს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მედიის თანახმად, ლონდონში ასმა ასადის დედა საჰარ ალ-ატრი ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში გადასვლის ძირითად მიზეზად ასმა ასადის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება. რამდენიმე წლის წინ სირიის ყოფილ პირველ ლედის სისხლის კიბო დაუდგინეს.
ასმა ასადი ფიქრობს, რომ მოსკოვში მის ჯანმრთელობას ადეკვატურ კონტროლს არ გაუწევენ. ასმა ასადის დედამ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები ერთ-ერთ წამყვან საადვოკატო ფირმასთან ლონდონში, რათა მისი ქალიშვილი ლეგალურად გადასახლდეს დიდ ბრიტანეთში.
ცნობისთვის, 8 დეკემბერს სირიელი ამბოხებულების მიერ ქვეყნის ყველა მსხვილი ქალაქის აღების შემდეგ ბაშარ ასადი ოჯახთან ერთად მოსკოვში გაიქცა, სადაც მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს.
ლაშა ბექაურის დედა მიმართვას ავრცელებს
1734944530