პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დამანგრეველი მიწისძვრიდან ორი კვირის შემდეგ, თურქეთის მთავრობამ სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულებულად გამოაცხადა სტიქიური უბედურების ზონაში მოქცეულ ყველა პროვინციაში, ორის გარდა.
სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ხელმძღვანელ იუნუს სეზერზე დაყრდნობით წერს, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება მხოლოდ კაჰრამანმარაშის და ჰათაის პროვინციებში. ოპერაციაში ჩართულია 19 400-ზე მეტი თურქი და უცხოელი მაშველი.
19 თებერვლის ღამის მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 41 020-ს მიაღწია. უცნობია რამდენი ადამიანი ითვლება დაკარგულად.
6 თებერვალს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა. სტიქიური უბედურების ზონამ მოიცვა კიდევ 10 პროვინცია. მიწისძვრამ დააზარალა დაახლოებით 13 მილიონი ადამიანი.თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 6 თებერვალს, გამთენიისას მომხდარი 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ეპიცენტრში დაფიქსირდა 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა.მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთის მეზობელ სირიაშიც, სადაც 5 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 6 თებერვალს, თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ 6210-ზე მეტი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა.
„მიწისძვრას 6 210-ზე მეტი ბიძგი მოჰყვა“,- აცხადებენ უწყებაში.