1749577630
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ქალაქ ქუთაჰიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. თურქული მედიის ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 4.5 მაგნიტუდა შეადგინა.
თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 13:15 საათზე დაფიქსირდა.
ბიძების ეპიცენტრი 7.71 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.