თურქეთში დააკავეს კაცი, რომელმაც მიწისძვრის შემდეგ ბინის ქირა 833 ლირიდან 5000 ლირამდე გააძვირა

თურქი

დააკავეს ბინის მესაკუთრე, რომელმაც, მიწისძვრის შემდეგ ადანაში ყოველთვიური ქირა 833 ლირიდან 5 ათას ლირამდე გაზარდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

სახლის წლიური კონტრაქტი, სადაც მდგმური (აინური) 4 წლის წელი ცხოვრობდა ამოიწურა. მეპატრონემ კი მას ქირა 5 ათას ლარამდე გაუძვირა.

აინური ქმარმა 20 წლის წინ მიატოვა. იგი ბინაში დასთან და დედასთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც საწოლს არის მიჯაჭვული. თანხა კი ამხელა ქირის გადასახდელად არ აქვს.

მომხდარზე პოლიციამ ზომები მიიღო და სახლის მეპატრონე, 37 წლის ემინ ჩ.დააკავა.

მასპინძლის  განცხადების შემდეგ იგი მიიყვანეს სასამართლო მედიცინის განყოფილებაში ჯანმრთელობის შემოწმების გასავლელად. 

დაკავებული ამტკიცებს, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ტყუილად დააკავეს. სახლის მეპატრონე სასამართლოში გადაიყვანეს.