ილია მეორემ ახალი ბრძანება გამოსცა, რომელიც 1 ივლისიდან ამოქმედდება
1751142237
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 50 ათასს გადააჭარბა. ამის შესახებ ტელეკომპანია „ალჯაზირა“ იტყობინება. ბოლო მონაცემებით, თურქეთში სტიქიის შედეგად 44 218 ადამიანია დაღუპული, სირიაში კი გარდაცვლილთა რიცხვი 5 914-ს შეადგენს.
7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა თურქეთში 6 თებერვალს მოხდა, რასაც კატასტროფული შედეგები მოჰყვა. მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეულ სახლებთან დაკავშირებით თურქეთში გამოძიება 600-ზე მეტი პირის წინააღმდეგ დაიწყო. დაკავებულია 184 ეჭვმიტანილი. მათ შორის სამშენებლო კონტრაქტორები და შენობების მფლობელებიც არიან.