თურქეთი მზად არის, უმასპინძლოს შემდეგ სამმხრივ სამშვიდობო მოლაპარაკებებს - ვოლოდიმირ ზელენსკი

ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ თურქეთი მზადაა, შემდეგ სამმხრივ სამშვიდობო მოლაპარაკებებს უმასპინძლოს.

უკრაინის პრეზიდენტმა ამის შესახებ თურქ კოლეგასთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.

„პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი მზადაა, სამმხრივ ფორმატში უმასპინძლოს მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდს. ჩვენ ვაფასებთ ამ ინიციატივას და ვიმედოვნებთ, რომ ის შედეგებს გამოიღებს. მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ერდოღანს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, თურქეთის მზადყოფნისთვის, ითამაშოს როლი საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში და უკრაინის ენერგეტიკული სექტორის დახმარების სამომავლო გადაწყვეტილებებისთვის“, – წერს ის.

მანამდე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის სამმხრივი შეხვედრა, რომელიც მიმდინარე კვირაში უნდა გამართულიყო, აშშ-ის ინიციატივით გადადო.