ტრაგედია ნინო და ილიკო სუხიშვილების ოჯახში - „სუხიშვილები“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1766563500
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ უცხო ქვეყნების მცდელობა დააწესონ თავიანთი თავისუფლების საწინააღმდეგო პოლიტიკა ამერიკული ხმის ცენზურისთვის და აიძულონ ამერიკული პლატფორმები დაარეგულირონ ან ჩაახშონ სიტყვის თავისუფლება, ამერიკის სუვერენიტეტის უხეში დარღვევაა.
აღნიშნული განცხადებით გაბარდი ეხმიანება აშშ-ის მიერ ყოფილი ევროკომისრის ტიერი ბრეტონის და დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ მებრძოლი არასამთავრობო ორგანიზაციების ოთხი წარმომადგენლის დასანქცირებას.
„ყველა ამერიკელის სიტყვის თავისუფლების უფლება ჩვენი, აშშ-ის კონსტიტუციით არის გათვალისწინებული. უცხო ქვეყნების მცდელობა დააწესონ თავიანთი თავისუფლების საწინააღმდეგო პოლიტიკა ამერიკული ხმის ცენზურისთვის და აიძულონ ამერიკული პლატფორმები დაარეგულირონ ან ჩაახშონ ჩვენი სიტყვის თავისუფლება, ჩვენი სუვერენიტეტის უხეში დარღვევაა, რასაც პასუხი უნდა გაეცეს“, - დაწერა გაბარდმა.
ცნობისთვის, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ ყოფილ ევროკომისარს, ტიერი ბრეტონს და დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ მებრძოლი არასამთავრობო ორგანიზაციების ოთხ წარმომადგენელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლა აუკრძალა. აშშ სანქცირებულებს ადანაშაულებს ამერიკული პლატფორმების იძულებითი ცენზურის, დემონეტიზაციისა და მათთვის მიუღებელი ამერიკული მოსაზრებების ჩახშობისკენ მიმართული ძალისხმევის ორგანიზებაში.