ცნობილია ახალგაზრდა კაცის ვინაობა, რომელიც საბარგულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა
1785614154
უნიტაზზე დიდხანს ჯდომის გამო, ქალს ფეხში თრომბი განუვითარდა. ამ უჩვეულო შემთხვევაზე Telegram-არხმა Mash-მა დაწერა.
ქალის თქმით, მას შემდეგ, რაც ტუალეტში სმარტფონით ხელში დიდი დრო გაატარა, ფეხზე დაბერილი ვენა შენიშნა. შეშფოთებულმა მოქალაქემ კითხვით, თუ რამდენად საფრთხის შემცველი იყო ეს მდგომარეობა, ChatGPT-ს მიმართა.
„ბოტმა მირჩია, დაუყოვნებლივ მიმემართა სასწრაფო დახმარებისთვის, რადგან თუ ეს თრომბი იყო, დაყოვნება არ შეიძლებოდა. ყველაზე უცნაური ის არის, რომ სულ რაღაც ნახევარი საათით ადრე, უბრალოდ, დიდხანს ვიჯექი უნიტაზზე ტელეფონით ხელში“ - იხსენებს ქალი.
ულტრაბგერითმა გამოკვლევამ მუხლუკანა ვენაში თრომბის არსებობა დაადასტურა. პაციენტს მკურნალობის შემდგომი ტაქტიკის განსაზღვრისთვის სისხლძარღვთა ქირურგთან მიმართვა ურჩიეს.