ბენიამინ ნეთანიაჰუ განცხადებას ავრცელებს
1750524420
იემენელი ჰუსიტების ტერორისტული დაჯგუფება ირანსა და ისრაელს შორის მიმდინარე კონფლიქტის ფონზე განცხადებას ავრცელებს და აშშ-ს ისრაელის მხარეს ჩართვის შემთხვევაში თავდასხმებით ემუქრება.
"თუ აშშ ისრაელთან ერთად ირანის წინააღმდეგ თავდასხმასა და აგრესიაში მონაწილეობას მიიღებს, შეიარაღებული ძალები მიზანში ამოიღებენ მის გემებსა და სამხედრო ხომალდებს წითელ ზღვაში". - განაცხადა ტერორისტული დაჯგუფების სამხედრო სპიკერმა, იაჰია სარემ.
ჰუსიტების თქმით, აშშ-ს გემებზე იერიშებს იმ შემთხვევაში მიიტანენ, თუ აშშ ირანის სამხედრო და ბირთვულ ობიექტებს დაესხმება თავს.
მანამდე, 15 ივნისს, ირანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციის პარალელურად ისრაელმა იემენზე იერიში მიიტანა, რომლის სამიზნეც ჰუსიტების ლიდერი, აბდულ მალიკ ალ-ჰუთი იყო.
ინფორმაციას გამოცემა Times of Israel ისრაელის თავდაცვის სამინისტროს წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებდა.