„23 ძარცვა და 179 ათას ევროზე მეტი ნაძარცვი“ - ვინ არიან საბერძნეთში დაკავებული ქართველი მძარცველები
1789848455
ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად პაკისტანში სულ მცირე 549 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, დაზიანებულია 46 200 სახლი. სახელისუფლებო სააგენტოებმა და ჯარმა სტიქიით დაზარალებულებისთვის დროებითი ბანაკები გახსნეს, სადაც მათ საკვებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფენ.
ამასთან, ადგილობრივი მთავრობა აცხადებს, რომ სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად მეტი სახსრებია საჭირო და დახმარებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს.