1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
ნიუ იორკში წყალდიდობის შედეგად დატბორილია გზატკეცილები და ქუჩები, ნიუ იორკის ცნობილი პარკის ნაწილიც. BBC-ის ცნობით, განსაკუთრებით რთული ვითარებაა მანჰეტენში, ბრუკლინსა და ქუინსში.
წყალდიდობის გამო დახურულია ლაგუარდიას აეროპორტის ერთ-ერთი ტერმინალი. შეფერხებით სრულდება ავიარეისები კენედისა და ნიუარკის საერთაშორისო აეროპორტებშიც. მეტროპოლიტენის ოთხ ხაზზე მატარებლების მოძრაობა შეჩერდა, კიდევ 12 ხაზზე მგზავრთა გადაადგილება ნაწილობრივ შეზღუდულია.
საგანგებო სამსახურების წარმომადგენლებმა დატბორილი სარდაფებიდან ექვსი ადამიანი ამოიყვანეს. მსხვერპლის ან დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
წყალდიდობის გამო ნიუ იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. ნიუ იორკის მერმა, ერიკ ადამსმა შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა და მოქალაქეებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდა. საგანგებო სამსახურები ნიუ იორკის მცხოვრებლებს მოუწოდებენ, მანქანით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ და ხიფათს მოერიდონ.
როგორც მედია წერს, ნიუ იორკში ერთ კვირაზე მეტია, გადაუღებლად წვიმს. სინოპტიკოსების ცნობით, მსგავსი რაოდენობის ნალექი ნიუ იორკში 1882 წლის შემდეგ არ მოსულა.