ცნობილი დიზაინერი გარდაიცვალა

ჩეზარე პაჩოტი

გაზეთ „ილ მესაჯეროს“ ცნობით, იტალიელი ფეხსაცმლის დიზაინერი ჩეზარე პაჩოტი 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. გაზეთის ცნობით, ბატონი პაჩოტი სახლში გარდაიცვალა.
„ჩეზარე პაჩოტი ჩივიტანოვა მარკეში, თავის ვილაში იმყოფებოდა, როდესაც ავად გახდა. სამწუხაროდ, როდესაც სასწრაფო დახმარება მივიდა, დახმარება ვეღარ შეძლეს“, - ნათქვამია გაზეთში.

ბატონმა პაჩოტიმ ოჯახური ბრენდი 1980 წელს გადაიბარა. დასთან, პაოლასთან ერთად, მან განაგრძო მშობლების, ჯუზეპე და სესილია პაჩოტების, საქმიანობა, რომლებმაც კომპანია 1948 წელს დააარსეს.

ჩეზარე პაჩოტის დამახასიათებელი სიმბოლო ხანჯალია. ბრენდი აწარმოებს ქალის პრემიუმ კლასის ფეხსაცმელს, სამკაულებსა და საათებს. ჩეზარე პაჩოტიმ კოლექციები შექმნა, ხოლო მისი და ორგანიზაციულ საკითხებს აგვარებდა.