ზოდიაქოს 4 ნიშნის ცხოვრებაში კვირის ბოლოს ჯადოსნური მოვლენა მოხდება
1734019638
2010 წლის 3 იანვარს, ჩრდილოეთ მაიამის ნაგავსაყრელში, პოლიციამ აღმოაჩინა ქალის ცხედარი. ის იყო Playboy-ის მოდელი, პოლა სლადევსკი. ქალის ცხედარი ისე იყო დამწვარი, რომ მის იდენტიფიცირებას სტომატოლოგიური ჩანაწერები დასჭირდა.
ცნობილი იყო, რომ სლადევსკის და მის შეყვარებულს, კლიმს ჰქონდათ არასტაბილური ურთიერთობა, ხშირი იყო ძალადობაც. მიუხედავად იმისა, რომ კლიმი იყო ერთ-ერთი უკანასკნელი ადამიანი, ვინც ქალის ცოცხალი ნახა, კამერებმა დააფიქსირეს, რომ ისინი კლუბიდან ბოლოს ცალ-ცალკე გავიდნენ.
საბოლოოდ, პოლიციამ გაავრცელა სრულიად განსხვავებული მამაკაცის ჩანახატი, რომელიც, სავარაუდოდ, ქალს უკან მიჰყვებოდა მაშინ, როდესაც მან კლუბი დატოვა. მაგრამ ათწლეულზე მეტი ხნის შემდეგ, ამ კაცის ვინაობა ჯერ კიდევ უცნობია და სლადევსკის მკვლელისთვის არასოდეს მიუკვლევიათ.
ფოტოზე: პოლა და მისი შეყვარებული კლიმი
როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, იმ დღესაც წყვილმა კლუბში იჩხუბა, სწორედ ამიტომ სთხოვეს მათ კლუბის დატოვება ცალ-ცალკე.
როგორც კლიმი ჰყვება, მან დილით სასტუმროში გაიღვიძა და გაუკვირდა, რომ შეყვარებული მასთან ერთად არ იყო, რადგან როგორც წესი, ყველა ჩხუბის შემდეგ, მაინც მასთან სახლში ბრუნდებოდა. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კი პოლიციაში დაკარგვის შესახებ განაცხადა.
14 საათის შემდეგ, რაც პოლა სლადევსკიმ დატოვა კლუბი სფეისი, პოლიციამ მიიღო ზარი ცეცხლმოკიდებული ნაგავსაყრელის შესახებ ჩრდილოეთ მაიამიში. ნაგავში სწორედ ქალის ცხედარი აღმოაჩინეს.
დაუდგენელი მკვლელის უწყვეტი ძებნა
გასაკვირი არ არის, რომ კევინ კლიმი სწრაფად დასახელდა ეჭვმიტანილად. ბოლოს და ბოლოს, ის და პოლი სლადევსკი ხშირად ჩხუბობდნენ ურთიერთობის დროს და ის იყო ერთ-ერთი უკანასკნელი ადამიანი, ვინც ის ცოცხალი ნახა. მაგრამ საბოლოოდ მისი დანაშაული არ დამტკიცდა.
სავარაუდო ეჭვმიტანილის ვინაობა დღემდე უცნობია, მაგრამ კლიმი თვლის, რომ ეს იყო ადამიანი, რომელთანაც საუბრობდა სლადევსკისთან იმ ღამით Club Space-ში.
პოლიციის უფროსი თვლის, რომ მკვლელი იყო ადამიანი, ვინც კარგად იცნობდა იმ უბანს, სადაც პოლს სლადევსკის ცხედარი იპოვეს და შესაძლოა, იქვე ცხოვრობდა: „თეორია არის ის, რომ ქალი სხვაგან მოკლეს და იქ მიიყვანეს და ვიღაცამ იცოდა სად იყო ნაგავსაყრელი“.
ეს გახლავთ პოლიციის მიერ გაკეთებული იმ ადამიანის ჩანახატი, რომელიც, სავარაუდოდ, პოლს უკან გაჰყვა, თუმცა კამერებს ეს მამაკაცი არასდროს დაუფიქსირებია.
ასევე ნახეთ:
ცნობილია, ვინ გაიმეტა სასიკვდილოდ 21 წლის გოგო - ის პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა
“+19, +21 გრადუსამდე დათბება“ – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი