„ჩემი მამა...“ - ლაშა ბასლანძის უფროსი შვილი ფოტოს აქვეყნებს
1761680469
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი აცხადებს, რომ ვერ ხედავს კონსტიტუციაში შესწორების შეტანის გზას, რათა დონალდ ტრამპმა მესამე ვადით შეძლოს პრეზიდენტობა, და მიანიშნა, რომ პრეზიდენტი „დემოკრატებს“ ტროლავს“.
„ვფიქრობ, პრეზიდენტმა იცის, და მეც მისაუბრია მასთან კონსტიტუციურ შეზღუდვებზე, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელთა დიდი ნაწილი წუხს ამის გამო“, - აღნიშნა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.
„ტრამპი 2028“ ქუდი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია, რაც კი ოდესმე შექმნილა. და ის ამით კარგად ერთობა, „დემოკრატებს“ ტროლავს, რომლებიც ამ პერსპექტივის გაგონებაზე უკიდურესად ბრაზდენიან“, - დასძინა მან.