„ცაჰალმა“ თეირანს დაარტყა - Al Jazeera

თეირანი

ისრაელის თავდაცვის არმიამ თეირანზე დარტყმა განახორციელა. ქალაქში სულ მცირე 2 აფეთქების ხმა გაისმა. Al Jazeera-ს ინფორმაციით, თეირანში ამოქმედდა საჰაერო თავდაცვის სისტემები.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქებები მეჰრაბადის აეროპორტის მახლობლად მოხდა.

„ცაჰალში“ ამ ეტაპზე დარტყმების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ, თუმცა მანამდე სამხედროებმა სამხედრო ქარხნების მახლობლად მცხოვრებ ირანელებს ევაკუაციისკენ მოუწოდეს.