„ცაჰალი“ ირანის დაზვერვის მინისტრის, ესმაილ ხათიბის ლიკვიდაციის შესახებ იტყობინება

ესმაილ ხათიბი

ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) ინფორმაციით, ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალებმა წუხელ ირანის დაზვერვის მინისტრის, ესმაილ ხათიბის ლიკვიდაცია მოახდინა.

„ოთხშაბათს ღამე ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა „ცაჰალის“ სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით თეირანზე მიზანმიმართული დარტყმის შედეგად ირანის ტერორისტული რეჟიმის დაზვერვის მინისტრის, ესმაილ ხათიბის ლიკვიდაცია მოახდინა“, - აღნიშნულია „ცაჰალის“ განცხადებაში.

ისრაელის თავდაცვის არმიის ინფორმაციით, ხათიბი დაზვერვის მინისტრად ირანის აწ უკვე გარდაცვლილმა უზენაესმა ლიდერმა, აიათლოა ალი ხამენეიმ 2021 წელს დანიშნა.

მინისტრის პოსტზე ხათიბმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ირანში პროტესტების ჩახშობაში, მომიტინგეების დაკავებებსა და მკვლელობებში, დასძინეს „ცაჰალში“.