ტროპიკული ქარიშხალი "რაფაელი" გაძლიერდა და კუბას დიდ საფრთხეს უქმნის

ქარიშხალი

ტროპიკული ქარიშხალი "რაფაელი" მე-3 კატეგორიამდე გაძლიერდა და კუბის სანაპიროს უახლოვდება. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

მოსალოდნელია, რომ "რაფაელი" კუბის დასავლეთ ნაწილში სიცოცხლისთვის საშიშ ქარიშხალსა და წყალმოვარდნებს გამოიწვევს.

"რაფაელის" საფრთხის გამო, ტროპიკული ქარიშხლის გაფრთხილება ფლორიდაშიც მოქმედებს. შტატში ხუთშაბათს, დილით, ძლიერ წვიმას, ქარსა და ტორნადოსაც კი ელოდებიან.