ტრამპმა ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს „ჭკვიანი და სერიოზული“ ლიდერები უწოდა

ტრამპი

შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებთან ხუმრობა არ ღირს და მათ სერიოზულად უნდა მიუდგე. ამ თემაზე დონალდ ტრამპმა CBS-ის გადაცემაში „60 წუთი“ ისაუბრა.

„ორივე ხისტია. ორივე ჭკვიანია. ორივე ძალიან ძლიერი ლიდერია. მათთან ხუმრობა არ ღირს. ეს არის ხალხი, ვისაც სერიოზულად უნდა მიუდგე. სერიოზული ადამიანები არიან - ხისტი და ჭკვიანი ლიდერები“, - განაცხადა ტრამპმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტზე სანქციების დაწესებამ არ იმოქმედა.

„პუტინთან ეს მეთოდები არ მუშაობს, ამიტომ სხვაგვარად მოქმედება მომიწია, რადგანაც ჩვენ დიდ ბიზნესს არ ვაწარმოებთ რუსეთთან და არც რუსეთი ყიდულობს ჩვენგან ბევრს“, - განაცხადა ტრამპმა.