1767472059
ტრამპმა ვენესუელაში ჩატარებულ ოპერაციას „ბრწყინვალე“ უწოდა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოცემა The New York Times-თან სატელეფონო ინტერვიუს დროს ვენესუელაში პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ ჩატარებულ ოპერაციას „ბრწყინვალე“ უწოდა.
„იყო ძალიან კარგად დაგეგმილი [ოპერაცია], მრავალი შესანიშნავი შენაერთისა და ადამიანის ჩართულობით. სინამდვილეში, ეს იყო ბრწყინვალე ოპერაცია“, - განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, დილით ადრე კარაკასში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. მომხდარში ვენესუელის მთავრობამ აშშ დაადანაშაულა. მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელის წინააღმდეგ ჩატარებული მასშტაბური სამხედრო ოპერაციის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ მადურო მეუღლესთან ერთად დაკავებულია და ქვეყნიდან გაყვანილია.












