ტრამპმა ქალების სპორტში კაცების მონაწილეობის აკრძალვის ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომლის თანახმადაც, ქალების სპორტში ბიოლოგიური მამრობით სქესის ადამიანებს მონაწილეობა ეკრძალებათ. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

„უკანასკნელ წლებში ბევრმა სასწავლო დაწესებულებამ და სპორტულმა ასოციაციამ მამაკაცებს ქალთა სპორტულ სახეობაში მონაწილეობის ნება დართო. ეს დამამცირებელი, უსამართლო და სახიფათოა ქალებისა და გოგონებისთვის, და მათ თანაბარ პირობებში ასპარეზობის და სპორტის სახეობებში წარმატების მიღწევის საშუალებას ართმევს“, - წერია ტრამპის ბრძანებაში.

ტრამპმა აგრეთვე დაავალა სახელმწიფო დეპარტამენტს, რომ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აცნობოს.

მოგვიანებით ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში მომხრეებთან შეხვედრის კადრები გაავრცელა, სადაც თქვა, რომ ამიერიდან ქალების სპორტი იქნება მხოლოდ ქალებისთვის.