განახლებული ინფორმაცია მათთვის, ვინც, სამებაში, პატრიარქის სამძიმარზე მისვლას აპირებს
1774037093
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ურთიერთობა უფრო რთულია, ვიდრე ვლადიმირ პუტინთან. ამის შესახებ ტრამპმა ამერიკულ საკაბელო ტელეარხ MS NOW-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, უკრაინას ამ დრომდე არაფერი გაუკეთებია ამერიკის შეერთებული შტატების დასახმარებლად ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციაში.
„ის, რაც ზელენსკიმ თქვა იმის შესახებ, თუ რა გააკეთა უკრაინამ აშშ-ის დასახმარებლად, ის მხოლოდ პოლიტიკური და პიარ მიზნებისთვის აკეთებს. მათ არაფერი გაუკეთებიათ. ზელენსკისთან საქმის დაჭერა ძალიან რთულია. ზელენსკისთან ურთიერთობა უფრო რთულია, ვიდრე პუტინთან“, - აცხადებს ტრამპი.