ტრამპმა მალაიზიაში ვიზიტი დაასრულა და იაპონიაში გაემგზავრა

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აზიაში ტურნეს ფარგლებში მალაიზიაში ვიზიტი დაასრულა და იაპონიაში გაემგზავრა.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, მალაიზიაში მან იშვიათი წიაღისეულისა და ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებებს მოაწერა ხელი. გარდა ამისა, მან კუალა-ლუმპურში ტაილანდსა და კამბოჯას შორის სამშვიდობო ხელშეკრულებასაც მოაწერა ხელი.

„ვტოვებთ მალაიზიას - შესანიშნავ და ძალიან დინამიკურ ქვეყანას. ხელი მოვაწერეთ სავაჭრო ხელშეკრულებებს, შეთანხმებას იშვიათი წიაღისეულის შესახებ, ხოლო გუშინ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხელი მოვაწერეთ ტაილანდსა და კამბოჯას შორის სამშვიდობო ხელშეკრულებას. არავითარი ომი! მილიონობით გადარჩენილი ადამიანი. დიდი პატივია, რომ ეს გავაკეთეთ. ხოლო ახლა იაპონიაში მივემგზავრებით!!!“, - დაწერა ტრამპმა.