1748980445
ტრამპმა ირანზე „მაქსიმალური ზეწოლის“ კამპანია შეაჩერა - „ვოლ სთრით ჯორნალი“

ტრამპმა ირანზე „მაქსიმალური ზეწოლის“ კამპანია შეაჩერა, – ამის შესახებ ამერიკული გამოცემა „ვოლ სთრით ჯორნალი“ წერს.
თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლევიტმა გაავრცელა ინფორმაცია ირანის წინააღმდეგ ნებისმიერი ახალი სანქციის შეჩერების შესახებ.
გამოცემის თანახმად, ახალი პოლიტიკა ეცნობა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და ფინანსთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს, შემდეგ კი სახელმწიფო დეპარტამენტს.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ნებისმიერ ახალ სანქციებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას თეთრი სახლი ან შესაბამისი ადმინისტრაციის უწყებები გამოაცხადებენ. 21 მაისის შემდეგ ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა. ტრამპის ადმინისტრაციის ზოგიერთი ოფიციალური პირი მიიჩნევს, რომ ეს პოლიტიკა უბრალოდ იმისთვის ხორციელდება, რომ შეანელოს და ყურადღებით გადახედოს ახალი სანქციების ქმედებებს ბირთვული მოლაპარაკებების კონტექსტში.