დღეს ზამთრის ბუნიობაა - რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს
1734769506
დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საქმე ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის იარაღად გამოყენება და დემოკრატიის შელახვის აშკარა მცდელობაა, - განაცხადა „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, დენ მიუზერმა.
მანამდე დუმილის სანაცვლოდ თანხის გადახდის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დამნაშავედ ცნეს.
„მათ გაასამართლეს შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი სასამართლო პროცესზე, სადაც ადამიანების უმეტესობამ არც კი იცის, რა იყო დანაშაული. ეს სასამართლო პროცესი არასდროს შედგებოდა, ტრამპი რომ არ ყოფილიყო საპრეზიდენტო კანდიდატი. დანაშაული არ ყოფილა ჩადენილი და მტკიცებულებები ან მისი ნაკლებობა არანაირად არ ადასტურებს ამ განაჩენს“, - აღნიშნა კონგრესმენმა.
„პოლიტიკური ოპონენტების დევნა მესამე მსოფლიოს ქვეყნებში ხდება და არა ამერიკაში. ჩვენი მოწინააღმდეგეები მთელ მსოფლიოში ამას განიხილავენ, როგორც დემოკრატიის წარუმატებლობას“, - დასძინა მან.
ცნობისთვის, ნიუ იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ ცნო. ტრამპს ფინანსური დოკუმენტების გაყალბებას ედავებოდნენ. ორდღიანი მსჯელობის შემდეგ ნაფიცმა მსაჯულებმა დონალდ ტრამპი 34-ვე ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს. მოსამართლე სასჯელს 11 ივლისს გამოაცხადებს.