ტრამპის თქმით, პუტინით ძალიან იმედგაცრუებულია

ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ ძალიან იმედგაცრუებულია პუტინით, იმ ომის გამო, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში განაგრძობს.

ტრამპი ამბობს, რომ რამდენიმე კვირის წინ მას რუს კოლეგასთან კარგი შეხვედრა ჰქონდა, თუმცა თუ შეხვედრა უშედეგო აღმოჩნდება, შეერთებული შტატები ზომებს მიიღებს.

ტრამპი აღნიშნავს, რომ უკრაინაში ომთან დაკავშირებით საინტერესო ცნობები მიიღო, რაც, მისი განმარტებით, შესაძლოა, რამდენიმე დღეში გასაჯაროვდეს.