ტვინის მკვებავი და ვითომ გულის მკვებავი პრეპარატები ბუნებაში არ არსებობს - თემურ მიქელაძე
1763405683
დონალდ ტრამპის მხარდაჭერით, აშშ-ის კონგრესი გადავა რუსეთისთვის სანქციების დაწესების იმ კანონპროექტის განხილვაზე, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინაში სისხლისღვრის დასასრულებლად მეტ ინსტრუმენტს მისცემს, – ამის შესახებ რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი აცხადებს.
გრემის თქმით, კანონპროექტს ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ისე სენატში.
„ეს ამერიკის პრეზიდენტს საშუალებას აძლევს, მისი შეხედულებისამებრ დაუწესოს მეორადი სანქციები და ტარიფები იმ ქვეყნებს, რომლებიც აგრძელებენ იაფი რუსული ნავთობისა და გაზის ყიდვას, რითაც მხარს უჭერენ პუტინის სამხედრო მანქანას. ეს კანონპროექტი შექმნილია იმისთვის, რომ პრეზიდენტ ტრამპს მისცეს მეტი მოქნილობა და ძალაუფლება, რათა აიძულოს პუტინი, სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს. შესაძლებელი გახდება, გაიზარდოს ზეწოლა რუსეთის მხარდამჭერ ქვეყნებზე, მათ შორის ირანზეც. ძალიან დადებითად ვაფასებ ამ კანონპროექტის ძლიერ ორპარტიულ მხარდაჭერას, როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ისე სენატში. დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული სანქციები რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიაზე უკვე დიდ გავლენას ახდენს. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტი გააგრძელებს იმპულსს, რათა ეს ომი ღირსეულად, სამართლიანად და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს“, – წერს გრემი