კოსმოსში ჩარჩენილ ორ ასტრონავტზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება
1736502125
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად ემზადება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„მას [პუტინს] სურს შეხვედრა, და ჩვენ ვემზადებით“, - თქვა ტრამპმა ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გამართული პრესკონფერენციის დროს.
„პრეზიდენტ პუტინს ჩემთან შეხვედრა სურს. მას ეს საჯაროდ აქვს ნათქვამი, და ჩვენ მასთან ერთად ეს ომი [უკრაინაში] უნდა დავასრულოთ. ეს არის სისხლისღვრა“, - დაამატა ტრამპმა.
ცნობისთვის, ტრამპი, რომელიც 20 იანვრიდან პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგება, არაერთხელ ამბობდა, რომ მან უკრაინაში ომი უნდა დაასრულოს.