ტრამპის განცხადებით, ირანზე აშშ-ის შეტევამ პუტინზე შთაბეჭდილება მოახდინა

დონალდ ტრამპი

 აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი შთაბეჭდილებების ქვეშ იყო, როცა ნახა, თუ როგორ შეუტია ამერიკამ ირანს.

ტრამპმა გამართული პრესკონფერენციის დროს აგრეთვე აღნიშნა, რომ ირანის გარშემო შექმნილი კრიზისის გამო ნავთობზე ფასის ზრდა დროებითია და ის მალე შემცირდება.

„ჩვენ ვაპირებთ ნავთობის ფასების შემცირებას. ფასებმა ხელოვნურად იმატა, [ირანში] შეჭრის გამო. ეს ძალიან პოზიტიური ამბავია. ვგულისხმობ იმას, რომ ეს არის შეჭრა, რომელსაც ბევრი ადამიანი ვერ გაბედავდა. ვიცოდი, რომ ნავთობის ფასი გაიზრდებოდა, თუ ამას ვიზამდი. ის იმაზე ნაკლებად გაიზარდა, ვიდრე ვვარაუდობდი. არ მგონია, ვინმე ფიქრობდა, რომ ჩვენ სწრაფად მივაღწევდით წარმატებას. ეს იყო სამხედრო წარმატება, რომლის მსგავსი ადამიანებს არ უნახავთ. ჩვენ გვყავს საუკეთესო სამხედროები, საუკეთესო აღჭურვილობა, საუკეთესო გენერლები. ჩვენ საუკეთესონი ვართ. ჩვენ ამაზე პრეზიდენტ პუტინთან ვისაუბრეთ. ის ძალიან დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ იყო იმით, რაც ნახა“, - თქვა ტრამპმა.