ტრამპის გადაწყვეტილებით, მინეაპოლისის კათოლიკურ სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა პატივსაცემად აშშ-ში ეროვნულ დროშებს დაუშვებენ

სროლა აშშ-ის სკოლაში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა პრეზიდენტის განკარგულებას, რომლითაც პატივს მიაგებს მინეაპოლისის კათოლიკურ სკოლაში დღეს მომხდარი სროლის მსხვერპლს.

ტრამპმა ინციდენტი „უგუნურ ძალადობრივ ქმედებად“ შეაფასა და გასცა განკარგულება, რომ თეთრ სახლსა და მთელ აშშ-ში სახელმწიფო დროშები ნახევრად დაეშვას. დროშები ასევე დაეშვება აშშ-ის საელჩოებში, სამხედრო ბაზებსა და გემებზე.

ბოლო ინფორმაციით, რომელსაც „ბიბისი“ ავრცელებს, სროლის შედეგად ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა და 20 ადამიანი დაშავდა. დაზარალებულებს შორის არიან ასევე არასრულწლოვნები, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიის ცნობით, დაჭრილებიდან ოთხს ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი ვინაობა უკვე დადგენილია. ეჭვმიტანილი მინეაპოლისის გარეუბნის მცხოვრები 23 წლის რობინ ვესტმანია. პოლიციის ცნობით, მან თავი მოიკლა. დანაშაულის მოტივი უცნობია.

ცნობისთვის, Gun Violence Archive-ის მონაცემებით, აშშ-ში წელს უკვე მასობრივი მკვლელობის 286 შემთხვევა დაფიქსირდა.