აშშ-ში, მინიაპოლისის კათოლიკურ სკოლაში სროლა იყო - არის მსხვერპლი

სროლა აშშ-ის სკოლაში

აშშ-ში, მინიაპოლისის კათოლიკურ სკოლაში სროლა იყო. მედიის ცნობით, დაღუპულია ორი და დაშავებულია 20 ადამიანი.

სამართალდამცველების ცნობით, ამჟამად საფრთხე აღარ არსებობს, რადგან დაღუპულია თავდამსხმელი, რომელმაც სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიციისა და გამოძიების ფედერალური ბიუროს დანაყოფები. მომხდარის შესახებ აცნობეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც.