სეისმური მონიტორინგის ცენტრი განცხადებას ავრცელებს
1749326355
ორი ბავშვი, რომელიც პარკში გააფთრებით ჩხუბობს, - ასე დაახასიათა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინაში მიმდინარე ომი.
„ორი ბავშვი, რომელიც გააფთრებით ჩხუბობს. ერთმანეთი სძულთ და პარკში ჩხუბობენ. თქვენ კი მათ გაშველებას ცდილობთ. ზოგჯერ არ უნდათ, რომ გააშველონ. სჯობს, ცოტა ხნით აცადოთ ჩხუბი და მერე გააშველოთ. და ეს ანალოგია გუშინ პუტინს ვუთხარი. ვუთხარი, პრეზიდენტო, ალბათ, მოგიწევთ ბრძოლის გაგრძელება და ბევრი ტანჯვა, რადგან ორივე მხარე იტანჯება, სანამ მათ გააშველებთ, სანამ შესაძლებელი იქნება მათი გაშველება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.