ტრამპი: საწვავი მაშინ გაიაფდება, როცა ირანში ომი დასრულდება

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპის თქმით, საწვავი მაშინ გაიაფდება, როცა ირანში ომი დასრულდება. ამასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ტრამპმა ისიც აღნიშნა, რომ მსოფლიოს საწვავისთვის ძვირი ფასის გადახდა იქამდე მოუწევს, ვიდრე ირანს ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმას არ აიძულებს.

„საწვავის ფასი მკვეთრად დაიკლებს, როგორც კი ომი დასრულდება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, რომ ირანმა ბირთვული იარაღი მიიღოს და გამოიყენოს. მაშინ მსოფლიო ნამდვილად შეიცვლება. ეს რომ არ დავუშვათ, მოგვიწევს საწვავზე ცოტა მეტი გადავიხადოთ“, - აღნიშნა ტრამპმა.