ტრამპი სახელმწიფო ვიზიტით კატარში ჩავიდა

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სახელმწიფო ვიზიტით კატარში ჩავიდა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტის თვითმფრინავი კატარის დედაქალაქ დოჰაში ცოტა ხნის წინ დაეშვა. მას კატარის ემირთან, შეიხ თამიმ ალ-თანისთან მოლაპარაკებები აქვს დაგეგმილი.

ტრამპი კატარში საუდის არაბეთიდან ჩაფრინდა, სადაც აგრეთვე სახელმწიფო ვიზიტით იყო ჩასული.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტამდე კატარის ხელისუფლებამ ტრამპს 400 მილიონ დოლარად შეფასებული Boeing 747-8 ტიპის თვითმფრინავი აჩუქა, რომელსაც მფრინავ სასახლეს ეძახიან.