„16 ოქტომბერი იყო, ლიკამ რომ მომწერა...“ - რას იხსენებენ მძიმე ავარიაში მოყოლილ 18 წლის გოგოზე
1761508659
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა, რომ რუსეთს დამატებით სანქციებს დაუწესებს.
ჟურნალისტების კითხვაზე, განიხილავს თუ არა ის რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღების შესაძლებლობას, თეთრი სახლის ლიდერმა უპასუხა: „თქვენ ამას გაიგებთ“.
ცნობისთვის, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა უმსხვილეს რუსულ ნავთობკომპანიებს „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ გასულ კვირას სანქციები დაუწესა. როგორც ხაზინის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სანქციების შემოღების მიზეზი არის ის, რომ რუსეთი უკრაინაში ომის დასრულებასა და სამშვიდობო პროცესს მხარს არ უჭერს.