ტრამპი: პირადად ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს, ამ უჩვეულო ყინვების დროს ერთი კვირის განმავლობაში არ დაებომბა კიევი, ქალაქები და სოფლები და ის დათანხმდა

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს სთხოვა, ძლიერი ყინვების პერიოდში ერთი კვირის განმავლობაში არ დაებომბა უკრაინის დედაქალაქი კიევი.

„სიცივის გამო, უკიდურესი სიცივის გამო, მათ იგივე მდგომარეობა აქვთ, რაც ჩვენ. მე პირადად ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს, ამ უჩვეულო ყინვების დროს ერთი კვირის განმავლობაში არ დაებომბა კიევი, ქალაქები და სოფლები. […] და ის დათანხმდა. უნდა ვთქვა, ეს ძალიან კარგი იყო“, - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში, საკუთარი ადმინისტრაციის წევრებთან შეხვედრის დროს.

ტრამპმა დამატებითი დეტალები არ დააზუსტა, მათ შორის, როდის და რა ფორმით შედგა საუბარი რუსეთის პრეზიდენტთან.