ტრამპი Patriot-ის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების ახალი რაკეტების მიწოდებას დათანხმდა - ზელენსკი

პატრიოტი

უკრაინა აშშ-გან Patriot-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებისთვის საჭირო რაკეტების ახალ პარტიას მიიღებს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, შესაბამისი შეთანხმების მიღწევა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად გახდა შესაძლებელი.

„ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს და Patriot-თვის რაკეტები მივიღე. არ გეტყვით, რამდენი მივიღე“, - განაცხადა ზელენსკიმ.